მდინარაძის განცხადებით, ქვეყნიდან გაწვეულ უკრაინის ელჩს საქართველო არც დაუტოვებია  

  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინის ელჩს საქართველო არც დაუტოვებია. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უკრაინის საელჩომ და უკრაინულმა მხარემაც გააკეთა. „როგორც ჩემთვის ცნობილია, მას არც ერთი წუთით ქვეყანა არ დაუტოვებია. თუმცა, გადაამოწმეთ, დააზუსტეთ, მეც შევეცდები ამას. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ მომენტისთვის, მას საქართველო არც დაუტოვებია და ძალიან უცნაურია. დანარჩენს, ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრ კომენტარს არც გავაკეთებთ, რადგან ამაზეც იტყვიან, რა დროს ამაზე კრიტიკის დროა ან სხვადასხვა ინსინუაციების დრო ნამდვილად არ არის. … ვრცლად მდინარაძის განცხადებით, ქვეყნიდან გაწვეულ უკრაინის ელჩს საქართველო არც დაუტოვებია