“ისინი ემზადებიან ოდესის დასაბომბად, ეს იქნება სამხედრო და ისტორიული დანაშაული” – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა, სადაც განაცხადა, რომ რუსული შეიარაღებული ძალები ამჯერად ოდესის შტურმისთვის ემზადებიან.

“ისინი ემზადებიან ოდესის დასაბომბად. ეს იქნება სამხედრო და ისტორიული დანაშაული,” – ათნიშნა საკუთარ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

“თქვენი პილოტები ბომბავენ ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას. ჩვენი დამცველების მიერ ტყვედ აყვანილმა რუსმა სამხედროებმა დუმილი დაარღვიეს. მათ შორის არიან იმ თვითმფრინავების მფრინავები, რომლებმაც ჩვენი ქალაქები დაბომბეს, ჩვენი მშვიდობიანი ხალხი დახოცეს. ჩვენ მოვისმინეთ მათი ჩვენება, ჩვენ ვნახეთ დოკუმენტები, ბარათები, მისიები, ეს გუშინ არ დაგეგმილა. აგრესორმა რუსეთმა სწორედ ასე მოამზადა ეს შემოსევა – სასტიკად, ცინიკურად და ის შეგნებულად არღვევს ომის წესებს,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები