“მათ დაარტყეს საცხოვრებელი უბანს, სადაც ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს”, – იგორ დოლგოვი

საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  რუსეთის ჯარმა თავისი დარტყმა განახორციელა იმ საცხოვრებელი სახლების მიმართულებით, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს.

“უკვე მესამე დღეა რაც უკრაინა თავს იცავს. ეს დღე უკრაინის პრეზიდენტმა ბატონმა ვლადიმერ ზელენსკიმ დაიწყო მიმართვით უკრაინისა და მთელი მსოფლიოსადმი. ღამე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, გამოეყო 600 მლნ დოლარი დამატებითი სახსრების სახით უკრაინის დასახმარებლად. გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის შემოღებაზე”, – განაცხადა დოლგოვმა.

მისივე თქმით, რუსეთის ჯარმა თავისი დარტყმა განახორციელა იმ საცხოვრებელი სახლების მიმართულებით, სადაც სამშვიდობო მოსახლეობა ცხოვრობს.

“მათ დაარტყეს საცხოვრებელი უბანს, სადაც ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს. იქ არ არის სამხედრო ობიექტები ან სამთავრობო დაწესებულებები, იქ არის მხოლოდ ბაღები, სკოლები და სახლები. ბრძოლები მიმდინარეობს კიევის მახლობლად. აგრესორი ცდილობს, შემოვიდეს კიევში ბელარუსის მხრიდან, სადაც ჩერნობილის ობიექტი მდებარეობს. არის აგრესორის მცდელობები, რომ გადმოსვას საჰაერო დესანტი კიევის მეორე სანაპიროზე, ანუ დნეპრის სანაპიროზე, რომელიც კიევს ორ ნაწილად ყოფს”, – აღნიშნა ელჩმა.

მსგავსი თემები