რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლია, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, ჩერნობილის ატომური სადგურის ტერიტორია რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების დანაყოფებმა 24 თებერვალს დაიკავეს.
„რადიოაქტიური ფონი ბირთვული ელექტროსადგურის რაიონში ნორმაშია“, – აღნიშნა მან.