თურქეთი რუსეთ-უკრაინის ომში არ ჩაერთვება

თურქეთის საგარეო მინისტრი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ თურქეთი არ აპირებს საომარ მოქმედებებში ჩაერთოს.

„თურქეთის პოზიცია დასაწყისიდანვე ცნობილია.  ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, რომელიც ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორივე ქვეყანასთან ვმეგობრობთ, ვითარების განსამუხტად ჩვენი ძალისხმევა ვაჩვენეთ. ანექსიისა და ომის წინააღმდეგი ვართ, აღიარების წინააღმდეგი ვართ. უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ჩვენ ამ ომში მონაწილე მხარე არ ვართ, ჩვენ არ ვართ ის მხარე, რომელიც რაიმე სახის კონფლიქტში ჩაერთვება“ – განაცხადა საგარეო მინისტრმა.

მსგავსი თემები