საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ აამოქმედებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო არ აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ჩვენს ქვეყანას დააზარალებს.

ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დავასტაბილურეთ და მათ შრის რუსეთთანაც მოვახერხეთ სიტუაციის დეესკალაცია. ეს შეესაბამებოდა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მე არაფერს გავაკეთებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ  სანქციებში, ვინაიდანმ აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს სანქციები ერთმანეთის მიყოლებით  როგორს ამერიკამ ისე ევროპის ქვეყნებმა დაუწესა.

მსგავსი თემები