ბრიტანეთმა უკრაინას დაუდასტურა, რომ ყველა ვითარებაში გვერდით დაუდგება

რუსეთის მხრიდან ცეცხლში გახვეულ უკრაინას მსოფლიო სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამერიკის პრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტს შორის გამართული სატალეფონო საუბრის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონიც ესაუბრა.

როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, „დასავლეთი უმოქმედოდ არ იქნება, მაშინ როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა აგრესიული კამპანია წამოიწყო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ჯონსონმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ამ შეტევას უნდა გაუძლოს.

 

მსგავსი თემები