„რუსეთის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ირგვლივ ყველას“ – კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელის შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ირგვლივ ყველას. როგორც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, კონსულტაციები საქართველოს მთავრობასთანაც გაგრძელდება.

„ყველამ უკვე ნახეთ, რომ, ევროპელმა ლიდერებმა პუტინის გადაწყვეტილება ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების შესახებ მკაცრად დაგმეს. ეს არის სამართლის ნორმების ნორმების უხეში დარღვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ირგვლივ ყველას. ევროპელი ლიდერები კონსულტაციას გადიან პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა იყოს შემდგომი შესაბამისი ნაბიჯი. ჩვენ, ასევე, ველით კონსულტაციების გაგრძელებას საქართველოს ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის და რა შესაბამისი დასკვნების გამოტანა შეიძლება არსებული ვითარებიდან,“- აცხადებს ელჩი ჰარცელი.

 

მსგავსი თემები