ავსტრალიელი ქალის მკვლელობისთვის დაკავებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს

რაფაელ მურსაკულოვი, საქართველოში მცხოვრები ავტრალიელი ქალის შანაი ბრუკის მკვლელობას აღიარებს, როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ის ყველას ბოდიშს უხდის.

„მას მკვლელობის გარდა, ბრალი ბრალი ყაჩაღობითაც აქვს წაყენებული და მან ეს დანაშაულიც აღიარა“ – აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე.

„ბრალდებული აღიარებს და ინანიებს. მან დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. ძალიან მძიმეა მისთვის ამ ყველაფრის გააზრება, ყველას ბოდიში მოუხადა, ოჯახსაც, საზოგადოებასაც. ბრალდებულს აღქმა არ შეუძლია, რატომ მოხდა ეს, მას გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს, რაც მის შერაცხადობას არ გამორიცხავს. აქედან გამომდინარე შეიძლება აიხსნას, თუ რა მოხდა იმ დღეს და რატომ ვერ გაიაზრა მან ეს. როცა დაფიქრდა და გაიაზრა რაც მოხდა, გულწრფელად მოინანია. ის გაგებას არავის სთხოვს და ელოდება ისეთ გადაწყვეტილებას, რასაც სასამართლო მიიღებს“ –  განაცხადა ადვოკატმა მედიასთან.

ავსტრალიელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

მსგავსი თემები