მამაოების ფიზიკურ დაპირისპირებაზე და ცემაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შემზარავი კადრებზე, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საუბარია ანაფორიან პირზე, რომელიც მეორე ანაფორიან პირს თავს ესხმის, უწმაწური სიტყვებით აგინებს და უმოწყალოდ, ხელებითა და წიხლებით სცემს.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება) დაიწყო“, – აცხადებენ შსს-ში.

„შე ბო…ო, შენ დედას  შ…..ი“ – უმძიმესი კადრები, სისხლიანი დაპირისპირება მამაოებს შორის     

მსგავსი თემები