სააკაშვილის სასამართლოში მიიყვანეს, ეზოში კი აცია მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშილი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს. სასამართლო სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ. სასამართლოს პერიმეტრზე გაფენილია სხვადასხვა ბანერები და სააკაშვილის მხარდამჭერი ლოზუნგები. ადგილზე მობილიზებულია საპატრული პოლიცია.

„ჯარისკაცის მინიმალური ხელფასი 3 000 ლარი“;  „250 00 სამუშაო ადგილი“ – ეს და სხვა ბანერები მხარდამჭერებმა სასამართლოს ეზოში გამოფინეს და ის სააკაშვილის მიერ შემუშავებული ეკონომიკური ხედვის დოკუმენტიდანაა ამოღებული.

მხარდამჭერების თქმით, მათი ბრძოლა უწყვეტი იქნება. სასამართლო პროცესი კი ჯერ არ დაწყებულა.

 

მსგავსი თემები