ამერიკა მზადაა, პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან ერთი პირობით შეხვდეს   

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თანახმაა, საფრანგეთის ინიციატივა გაიზიაროს და რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან შეხვდეს. თუმცა, პირობა უცვლელია, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პუტინი საბოლოოდ უარს იტყვის უკრაინაში შეჭრაზე.

„მზად ვართ დიპლომატიისთვის. ასევე, მზად ვართ დავაწესოთ სწრაფი და მძიმე შედეგები, თუ რუსეთმა ომი აირჩია. ამჟამად, როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს მზადებას უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის ძალიან მალე განხორციელებისთვის,“- აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი.

თეთრი სახლის ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლებისგან ინიცირებული სამიტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება.

 

მსგავსი თემები