“რუსეთი განახორციელებს სრულმასშტაბიან თავდასხმას უკრაინაზე”, – იენს სტოლტენბერგი

“ნატო ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, განახორციელოს სრულმასშტაბიანი თავდასხმა უკრაინაზე”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია ARD-ის ეთერში.

მისი თქმით, რუსული ჯარი უკრაინის საზღვრიდან არ გადის, როგორც ამას თავად რუსეთი ამბობს, არამედ, პირიქით, მისი ახალი ძალები ემატება. გენ.მდივანმა განაცხადა, რომ ნატო ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადება თავდასხმის საბაბის შესაქმნელად.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ალიანსი კვლავინდებურად ემხრობა საკითხის პოლიტიკური გზით გადაწყვეტას.

მსგავსი თემები