“მოვუწოდებთ რუსეთს ჩაერთოს მნიშვნელოვან დიალოგსა და დიპლომატიაში”, – ევროკავშირი

ევროკავშირმა რუსეთს უკრაინის საზღვრიდან სამხედრო ძალების გაყვანით დეესკალაციისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში „ცეცხლის შეწყვეტის კუთხით დარღვევებს.

“ევროკავშირი გმობს მძიმე შეიარაღების გამოყენებას და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას, რაც წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას. მოვუწოდებთ რუსეთს ჩაერთოს მნიშვნელოვან დიალოგში, დიპლომატიაში, აჩვენოს თავშეკავება და დეესკალაცია”, – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 18 თებერვალს ლეონიდ პასეჩნიკმა და დენის პუშილინმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს.

 

მსგავსი თემები