“რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში აუცილებლად დაიცვას”, – ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსული მედიის ინფორმაციით, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა თვითგამოცხადებულ დონეცკსა და ლუგანსკში საკუთარი მოქალაქეები დაიცვას, თუკი მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

“რუსეთს არ სურს ომი. ჩვენმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს არაერთხელ განაცხადა. თუ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრები რუსებისა და თანამემამულეების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, ჩვენი ქვეყანა მათ დაიცავს,” – განაცხადა ვოლოდინმა.

გუშინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტების ლიდერებმა, ლეონიდ პასეჩნიკმა და დენის პუშილინმა თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს.

მსგავსი თემები