“რუსეთის მხრიდან უდიდეს პროვოკაციებს ველოდებით”, – უკრაინის თავდაცვის საბჭო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსი დანილოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა იმ პროვოკაციას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია განახორციელებს და აგრეთვე, მოხდება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან, უკრაინასთან საერთო არაფერი აქვს.

“რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიზანმიმართული პროვოკაციებია მოსალოდნელი. ამისთვის გვაქვს შესაბამისი რეაგირება ჩვენი შეიარაღებული ძალების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებისგან. ჩვენი მონაცემებით, დღეს არის დიდი საფრთხე, რომ იქ მყოფი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გარკვეულ პროვოცირებას მოახდენენ. მათ შეუძლიათ, გააკეთონ ის, რასაც საერთო არ აქვს ჩვენს სამხედროებთან და სამსახურებთან”, – განაცხადა დანილოვმა.

მსგავსი თემები