„6 მოადგილე საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ნამეტანი ხომ არაა?“ – დეპუტატი მინისტრს

პარლამენტში ფინანასთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოსმენა გრძელდება. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს გაწეული მუშაობის ანგარიშს აცნობს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა კი მას „ქამრების შემოჭერის“ საჭიროება შეახსენა და კითხვა, ამდენი მოადგილე რისთვის სჭირდება.

„ბატონო მინისტრო, თუ არ ვცდები გყავთ 6 მოადგილე, საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ნამეტანი ხომ არაა, ხომ არ გებევრებათ? თუ ჩავალთ და ვნახავთ სამინისტროს სტრუქტურას და არა მარტო თქვენი სამინისტროსი, არამედ მთლიანად სახელმწიფო მოწყობის სტრუქტურას დღევანდელ საქართველოში, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი ხარჯი ფუჭი და უსარგებლოა. მგონია, რომ ეს არის თემა, რაზეც მინიმუმ თქვენ, როგორც მინისტრი, განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეთ“ – ასე მიმართა  არმაზ ახვლედიანმა მინისტრს.

 

მსგავსი თემები