თამარ გაბუნიას შეფასებით, ვაქცინაციის შენელება შესაძლოა, აცრილთა  ინფიცირებასაც უკავშირდებოდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაცია ისევ მთავარ პრიორიტეტად რჩება, განსაკუთრებით კი ასაკოვნებსა და ქრონიკულად დაავადებულებში. როგორც გაბუნია განმარტავს, „ომიკრონის“ მაღალი გავრცელება შენელებულია.

„გამოწვევა რჩება ის, რომ „ომიკრონის“ ტალღის დასრულების შემდეგ  იყოს სტაბილიზაციის პერიოდის დასაწყისი, რომ აღარ დავდგეთ ახალი გამოწვევების წინაშე. ამისთვის მთავარია ვაქცინაციის პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე შედარებით შენელებულია. ეს კი შესაძლოა, აიხსნას „ომიკრონის“ ძალიან აქტიური გავრცელებით. ბევრი ადამიანი მიმდინარე პერიოდში დაინფიცირდა და შესაძლოა, მათ ამის გამო შეცვალეს გადაწყვეტილება ვაქცინაციის თაობაზე. სამომავლოდ, ვაქცინაციის პროგრამა რჩება ისევ მთავარი პრიორიტეტად. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით ასაკოვანი პირები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები აიცრან, აიცრან „ბუსტერ“ დოზითაც და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

მსგავსი თემები