„ვაქცინა ღმერთისგან გამოგზავნილი არ არის, ეს დაცვის ერთ-ერთი საშუალებააა“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“

პროფესორი, ჯანდაცვის ექსპერტი დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რომ არარეალურია განცხადებები, თითქოს ვარცებული ვაქცინა „ომიკრონის“ წინააღმდეგ არ მუშაობს.

„ის მიდგომა, რომ „ომიკრონს“ არსებული ვაქცინაცია არ შველის არც ეს არ არის მაინცდამაინც რეალური, გეტყვით, რომ თუ ჩატარდება „ბუსტერ“ დოზა, მაშინ ჩვენ ავცდებით დაავადების გართულებას. ვაქცინა ღმერთისგან გამოგზავნილი არ არის, ეს უბრალოდ დაცვის ერთ-ერთი საშუალებააა“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისი შეფასებით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალი რჩება.

„დადებითობის მაჩვენებელი 30-32%-ია, რაც ძალიან ბევრია ჩვენი ქვეყნისთვის.  იმის ფონზე, რომ აცრის რაოდენობა აღარ არსებობს, კოვიდ პასპორტები აღარ არსებობს, რეგულაციები არ მკაცრდება, ამან გამოიწვია „ომიკრონის“ სწრაფად გავრცელება“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები