განათლების სამინისტრო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადებას არ აპირებს

განათლების სამინისტროში პროფესორ დევი ტაბიძის რეკომენდაციას გამოეხმაურნენ და აცხადებენ, რომ არდადეგების გახანგრძლივების საჭიროება არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, „მედიაცენტრ მთავარში პროფესორმა დევი ტაბიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ „ომიკრონი“ ბავშვებში სწრაფად ვრცელდება, რის გამოც, სასკოლო არდადეგები ადრე უნდა დაიწყოს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში სიტუაციას სრულად მართავს. შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლა ან ცალკეული კლასი მყისიერად გადადის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა.  საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს“ – აცხადებენ სამინისტროში.

„აუცილებელია, სასწავლო პროცესი რაც შეიძლება მალე დაიხუროს“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

 

მსგავსი თემები