ოკუპანტების მიერ მიერ დაკავებული და შეწყალებული გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი, რომელიც ოკუპანტებმა 2019 წელს დააკავეს, გარდაიცვალა. მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლის დავით ქაცარავას ინფორმაციით, გენადი ბესტაევი პალიატიური მკურნალობის ცენტრში იმყოფებოდა და საკმაოდ მძიმედ იყო.

ბესტაევი ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის კვეთის და ნარკოტიკების გადატანის ბრალდებით 2019 წელს დააკავეს. ბესტაევი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 2021 წლის 15 ნოემბერს მას შემდეგ შეიწყალა. რაც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და სიკვდილის პირას იყო.

 

მსგავსი თემები