შესაძლოა, მიწისძვრის ბიძგები კიდევ იყოს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მიწისძვრის ბიძგები  კიდევ იქნება, თუმცა, ის ისეთივე ძლიერი არ იქნება, როგორც 22:25 მომხდარი მიწისძვრა.

ცენტრის ინფორმაციით, ძლიერ მიწისძვრას ახასიათებს შემდეგი სუსტი ბიძგები. დღეს მომხდარი მიწისძვრა კი ძლიერი მიწისძვრების კატეგორიას განეკუთვნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. რყევები საკმაოდ ძლიერი იყო. ეპიცენტრი კი დმანისი.

საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მსგავსი თემები