რუსულმა და ბელარუსულმა წყაროებმა თურქეთი დაარწმუნეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს

რუსულმა და ბელარუსულმა წყაროებმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაარწმუნეს, რომ  უკრაინაში შეჭრა არ იგეგმება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის შეჭრის მცდელობა არასწორი იქნება.

“აშშ ამბობს, რომ შეიძლება მალე დაიწყოს ფართომასშტაბიანი ომი. რუსულმა და ბელარუსულმა წყაროებმა, რომლებთანაც ჩვენ ვესაუბრეთ, უარყვეს ეს. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება დაძაბულობის განმუხტვაზე. დასავლური მედიის თქმით, რუსეთი შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრეს უკრაინაში”, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მსგავსი თემები