ზედმეტად დარიცხული გადასახადი ყველას უკან დაუბრუნდება – სალომე ვარდიაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი კომუნალური გადასახადების ზედმეტად დარიცხვით დაზარალებულ მომხმარებლებს მიმრთავს. როგორც ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მოსახლეობა, რომელიც თვლის, რომ კომუნალური გადასხადები არასწორად დაერიცხათ, სემეკსა და ენერგოომბუდსმენს მიმართოს.

“ეს მასობრივი პრობლემაა და აღარ უნდა მეორდებოდეს. კომპანიაში ყველაფერი ძალიან დასალაგებელია, თუმცა პირველმა ერთმა კვირამ, მომხმარებელთან ურთიერთობისას, კარგად ჩაიარა. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს კომპანიის მოხმარებისას. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად მოგვმართონ საჩივრებისა და პრეტენზიების შესახებ. მომართვიანობა ნებისმიერი გზითაა შესაძლებელი”, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”

მისი თქმით, მთავრობამ კომპანიას 1 თვე მისცა გონივრულ ვადად, რათა მათ თანხების დაკორექტირება მოახერხონ და აღმოფხვრან ის ხარვეზები, რომლებიც მოსახლეობას ძალიან აწუხებს

“ჩვენ სიახლე შემოვიტანეთ და ნახევარსაუკუნოვანი მეთოდი შევცვალეთ, გადასახადების აღრიცხვისა. ახლა უკვე ნელნელა დასახვეწია მუშაობის პრინციპი, არის ძალიან არეული ვითარება, ამის ერთ-ერთი მიზეზი თანამშრომელთა მცირე რესურსიც არის. ორჯერ მისული ქვითრები, გაორმაგებული გადასახადები, ეს იმ პრობლემათა ჩამონათვალია, რომლის გამოც შემოდის საჩივრების უმეტესობა. ჩვენი კომპანიის თანამშრომლები აღიარებენ შეცდომებსა და ბრალეულობას, მაგრამ ეს განზრახ არ ხდება, ეს მინდა ყველამ იცოდეს”, – აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა.

https://mcm.ge/139975/

მსგავსი თემები