ინფიცირებულები ვირუსს მალავენ და თავისუფლად გადაადგილდებიან

პროფესორი, ჯანდაცვის ექსპერტი მაკა ბულეიშვილი ადასტურებს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრის შემთხვევა, როცა ინფიცირებულები ვირუსს მალავენ და ჩვეულებრივ გადაადგილდებიან. როგორც პროფესორმა მედიაცენტრ მთავართან განაცხადა, ვირუსი საკმაოდ სწრაფად ვლინდება.

„დაინფიცირება ძალიან მალე ვლინდება. შესაძლოა, ადამიანი დაინფიცირებულ პირს დილით შეხვდეს და საღამოს უკვე გამოუვლინდეს სიმპტომები. არ არის აუცილებელი პირველივე სიმპტომზე, მაგალითად სურდოს შემთხვევაში, მაშინვე ტესტზე გაქცევა. მთავარია, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად იზოლაციაში უნდა ვიყოთ. ძალიან ბევრი ადამიანი მალავს, რომ ვირუსის მატარებელია და ჩვეულებრივად გადაადგილდება, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. ამას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, ეს ადამიანის თვითშეგნებაზეა დამოკიდებული“ – განაცხადა პროფესორმა მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები