„მედპერსონალის ინფიცირება მაღალია, ექიმების საიზოლაციო ვადა 5 დღემდე მცირდება“ – მაკა ბულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

ჯანდაცვის ექსპერტის, მაკა ბულეიშვილის განცხადებით, ქვეყანაში მედპერსონალის დეფიციტი არ უნდა შეიქმნას და პაციენტების მომსახურების გარეშე არ უნდა დარჩნენ. როგორც ბულეიშვილმამედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, დღეს, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მაღალია.

„ვიცით, რომ სამედიცინო პერსონალისთვის საიზოლაციო ვადა შემცირდა, 5 დღე გახდა. მოგეხსენებათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშეა სამედიცინო პერსონალი. არ უნდა შეიქმნას კლინიკებში მედპერსონალის დეფიციტი, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების შემთხვევაში. ცხადია, თუ 5 დღის შემდეგ სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ იქნება, რა თქმა უნდა, პაციენტს ვერ მოემსახურება. რაც კლინიკურად ვნახეთ, ძალიან ბევრთან 5-6 დღიდან ხდებოდა პროცესის უკან დახევა. ადამიანის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდებოდა. ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს ვადები შემცირდეს, განსაკუთრებით მედპერსონალთან“ – განაცხადა მაკა ბულეიშვილმამედიაცენტრ მთავართან“.

კითხვას, ადრე საკარანტინო ვადა 14 დღე იყო, შემდეგ 10, ამჯერად 5 დღე საკმარისია, ვირუსის დასამარცხებლად? პროფესორმა ასე უპასუხა“

„არც ის ფაქტია გამორიცხული, რომ ვერ მოხდეს 5 დღის ვადაში ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს დაავადება. თუ ადამიანი ვერ გამოჯანმრთელდება, ბუნებრივია, ის გააგრძელებს მკურნალობას“, – აღნიშნა მაკა ბულეიშვილმამედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები