„შემდეგ ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა „კოვიდი“ – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა, თუმცა, დღევანდელი პროცესი ხმაურითა და მიხეილ სააკაშვილის სიმღერით გამოირჩეოდა. ბრალდებულმა პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს გარკვეული ბრალდებები წაუყენა და აღნიშნა, რომ პრემიერი პოლონეთის პრეზიდენტს დაემალა.

„თქვენ რა იცით… ანდჟეი დუდა „იქით“ წავიდა და მერე წამოვიდა პეკინიდან უკან. ძალიან მოითხოვა, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვედროდა. მან პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რის შემდეგაც ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა „კოვიდი“. საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც დაურეკა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაემართა „კოვიდი“. ვითომ „კოვიდის“ დროს ლაპარაკი არ შეიძლება. მაშინ თქვეს, მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთო და ოთხივე დაკავებულიაო. ბოლომდე გადასხდნენ რუსეთის ბოსტანში და აღმოჩნდა, რომ პუტინს ძალიან ცუდად აქვს საქმე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

 

მსგავსი თემები