რუსეთის ელჩი აშშ-ში: “აშშ ცდილობს ყველა დღევანდელი პრობლემა უკრაინამდე დაიყვანოს”

რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ცდილობს ყველა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხი უკრაინით შემოფარგლოს, რაც აბსოლუტურად არასწორია.

“აშშ ცდილობს ყველა დღევანდელი პრობლემა უკრაინამდე დაიყვანოს. მე მჯერა, რომ ეს აბსოლუტურად არასწორია, ეს არის ჭეშმარიტი მდგომარეობის დაბინდვის მცდელობა”, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, არ სჯერა, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს.

“ფაქტობრივად, იმ დოკუმენტებში, რომლებიც გადავეცით ამერიკელებს და ნატოს, ჩვენ წამოვაყენეთ მკაფიო შეკითხვები საერთაშორისო უსაფრთხოების პერსპექტივების შესახებ. როგორ მსოფლიოში უნდა ვიცხოვროთ? უნდა მივყვეთ თუ არა ომისშემდგომი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის დამფუძნებლების სწავლებებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეფუძნება გაეროს და მის უშიშროების საბჭოს? უნდა დავიცვათ საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები, საერთაშორისო სამართალი თუ უნდა დავემორჩილოთ ბრძანებებს, ძალებს, რაღაც წესებს, რომლებიც ჩვენი მონაწილეობის გარეშეა შემუშავებული”, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები