აჭარაში გზებისა და სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების წმენდის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები. ამასთან, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტმენტის სპეციალური ტექნიკა თემებთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი ადამიანური რესურსი. სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზის სავალი ნაწილი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარებისა და სანიაღვრე ცხაურების მოწესრიგება. რეგულარულად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები და სანაპირო ზოლი.

 

 

მსგავსი თემები