პროკურატურა დავით კირკიტაძის გასათავისუფლებლად 10 000-ლარიან გირაოს ითხოვს

რუსთავის რაიონულ სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, პარლამენტის წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

საქმე ეხება რუსთავში, 2021 წლის 24 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას. დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდეგინა, რაც სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი თემები