სამედიცინო პერსონალის COVID 19-ით ინფიცირება 3,8%-ს შეადგენს

„COVID 19-ით დაავადებულთა შორის ჯანდაცვის მუშაკები 3,8%-ს შეადგენენ“,- ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მათივე ცნობით, ინფიცირებულთა შორის 81.5 % ქალი იყო, ხოლო 18,5%-კაცი. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, 80% 30-დან 70-წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა.

„2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის COVID 19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი (%) დაფიქსირდა იმერეთის, თბილისის და აჭარის რეგიონებში“-  ნათქვამია ანგარიშში.

იმერეთი – სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის რაოდენობა-9914, მათ შორის დაინფიცირებული 5200 (52,5%);

აჭარა – სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის რაოდენობა- 7262, მათ შორის დაინფიცირებული 3502 (48,2%);

თბილისი – სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის რაოდენობა – 38 386, მათ შორის დაინფიცირებული-19 317 (50,3%).

მსგავსი თემები