“ვისი ქონებაც მშპ-ს 5%-ს აღემატება, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის შექმნა” – სააკაშვილმა ეკონომიკური ხედვები გამოაქვეყნა 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით ეკონომიკური ხედვის თეზისები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების ხედვები და გადაჭრის გზები.

სააკაშვილის ეკონომიკური ხედვის პროგრამაში 9 მიზანია გაერთიანებული, რომელიც მოიცავს: სასამართლო რეფორმას, ინგლისური სამართალი, არბიტრაჟი; ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცი; დეოლიგარქიზაციის კანონი; ენერგეტიკული განვითარება; ბიუროკრატია ხალხისთვის და არამიზნობრივი ხარჯების გაუქმება;  ერთი გადასახადის პრინციპი; ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი, ლაზიკა; სოფლის მეურნეობა;  ქართული სილიკონის ველი.

„ საქართველოში ადამიანები სიღატაკისგან, უიმედობისგან, უპერსპექტივობისგან, კორუფციის და ნეპოტიზმით შექმნილი გაუსაძლისი გარემოსგან და ზოგადად, მინიმალური საცხოვრებელი პირობების არქონის გამო – იტანჯებიან. შედეგად გაჭირვებამ, ტრანსპორტზე, საკვებზე და მედიკამენტებზე მაღალმა ფასებმა, უზარმაზარმა კომუნალურმა გადასახადებმა, უპერსპექტივობამ და ქვეყნის ყველაზე ქმედუნარიანი მოქალაქეებისგან დაცლის პოლიტიკამ, ჩვენს ასობით ათას თანამოქალაქეს დააკარგვინა“- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ამ ყველაფერს დაემატა პანდემიის არასწორად მართვა რის გამოც საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე უარესი შედეგის მქონე 5 ქვეყანაში მოხვდა.

„ ამ ყველაფერს დაემატა პანდემიის არასწორი მართვა, რის შედეგადაც პატარა საქართველომ 15 000 მდე სიცოცხლე დაკარგა. შედეგად, ამ მაჩვენებლით საქართველო 1 მილიონ ადამიანზე გაანგარიშებით მსოფლიოში ყველაზე უარესი შედეგის მქონე 5 ქვეყანაში მოხვდა.

ტყუილია, რომ ჩვენ არ გვაქვს ამის პოტენციალი და ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ. ქართველ ხალხს საუკუნეების განმავლობაში დაუმტკიცებია რომ მას ძალიან ბევრი რამის ძალა შესწევს და ის იმსახურებს საუკეთესოს.

ჩვენს ახლო სამეზობლოში, საქართველო საზღვრიდან 1000-1500 კილომეტრის რადიუსში, საქართველოს აქვს შანსი იყოს ნამდვილი და გამორჩეული ლიდერი. ჩვენ უნდა გვქონდეს ბევრად ნაკლები ბიუროკრატია, მთლიანად დიგიტალიზებული სახელმწიფო სერვისები; თავისუფალი, არაკორუმპირებული და კომპეტენტური სასამართლო; ხელისუფლების სტაბილური და დემოკრატიული ცვლა; ბევრად მცირე მთავრობით და სახელმწიფოს ნაკლები ჩარევით ეკონომიკაში; მეტი უსაფრთხოება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში; გადამწყვეტი კი კორუფციის სრული აღმოფხვრა და კერძო საკუთრების დაცვაა“- წერს მიხეილ სააკაშვილი.

პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ  ბიუროკრატია შესამცირებელია.

„ყველა ადამიანს, ვისი ქონებაც აღემატება მშპ-ს 5%-ს, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის შექმნა ან/და პარტიების დაფინანსება ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მათ საქმიანობაში მონაწილეობა. სახელმწიფო სერვისების დიდი ნაწილი ციფრულ მართვაზე უნდა გადავიდეს. ეს ნიშნავს ბიუროკრატების გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულებების შემცირებას, ბიზნეს-პროცესების დაჩქარებას.

აგრეთვე, საქართველოში დღესაც კი შეიძლება მოზიდულ იქნეს მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. მიუხედავად, რომ ლაზიკის პორტი იმ დატვირთვით პირველ ეტაპზე ვეღარ ამუშავდება, როგორც 9-10 წლის წინ იყო შესაძლებელი. საქართველოს შავიზღვისპირეთში ახალი დიდი ქალაქის აშენების იდეა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე“- ასეთია ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური ხედვა.

მსგავსი თემები