ქორწილში სიძე-პატარძლის მხარე ერთმანეთს სასტიკად გაუსწორდა

გარდაბანში, ქორწილში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. ისინი სასტიკად არიან ნაცემები. შემთხვევა 2 დღის უკან მოხდა. დაშავებულთა მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ფიზიკურ ანგარიშსწორება სიძე-პატარძლის მხარეებს შორის მოხდა, თუმცა, რა იყო დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ამ ეტაპზე, კლინიკაში 4 დაშავებული იმყოფება. ერთ-ერთი, ნოდარ მამედოვი უგონო მდგომარეობაში.

როგორც ერთ-ერთი ნაცემი ქალბატონი ამბობს, ქორწილიდან როცა მოდიოდნენ, მას, მის შვილს, მეუღლეს და ბიძას სიძის ნათესავები გამოეკიდნენ, რომლებიც მთვრალები იყვნენ და უმოწყალოდ სცემეს. როგორც ქალი ყვება, მის ბიძას მანქანაც კი დააჯახეს.

 

მსგავსი თემები