„ომიკრონს“ რეინფიცირების ყველაზე მაღალი უნარი გააჩნია

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის,  თსსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ომიკრონით რეინფიცირების შემთხვევები საკმაოდ მაღალია. როგორც ან „მედიაცენტრ მთავართან“ აღნიშნა, „ომიკრონი“ რეინფიცირებით ყველა სხვა არსებული შტამებისგან გამორჩეულია.

„ის მონაცემები, რომელსაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. არის ერთადერთი სარწმუნო მონაცემი. „ომიკრონს“ გააჩნია რეინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი  უნარი ყველა სხვა ადრე არსებულ ვარიანტებთან შედარებით. ისიც ცხადია, რომ „ომიკრონს“ თავისი ქვევარიანტებიც აქვს. ლუგარის ლაბორატორია ამ მონაცემებს იძლევა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ომიკრონის მაღალი რეინფიცირების უნარს“, – განაცხადა ივანე ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები