ყაზახეთიდან სამშვიდობო ძალები გადიან

ყაზახეთში ვითარება სტაბილურია შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ქვედანაყოფებმა სომხეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან ალმათი დატოვეს.

სამშვიდობოების ძალების ქვეყნიდან გასვლას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში არეულობის შედეგად დაკავებულია 10 000-მდე ადამიანი, დაშავებულია ათეულობით და გარდაცვლილია ასევე ათეულობით ადამიანი.

 

მსგავსი თემები