„პანდემია ომიკრონით არ სრულდება“ – დევი ტაბიძე

სამი ვირუსის – „დელტას“, „ომიკრონისა“ და გრიპის ფონზე, მედიკოსები რეგულაციების გამკაცრების და მეტი კონტროლის ინიციატივით გამოდიან. როგორც პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, უნდა ვიცხოვროთ ვირუსთან ერთად.

„არა ბატონებო, ვამბობ, რომ „ომიკრონს“ პანდემიის დასასრულად არ მივიჩნევ. დღეს ბუნებაში 3 000-ზე მერი ვირუსია გავრცელებული, თუმცა, არც ერთს ვებრძვით. ის არსებობს ჩვენთან ერთად და ჩვენ მასთან ერად, ჩვენ გვიყალიბდება იმუნიტეტი და ამაშია მიკრობიოლოგია, ეპიდემიოლოგია და ესაა ჩვენი, ექიმების საქმე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათთან ერთად თანაცხოვრება, სხვა გამოსავალი არ გვაქვს“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, ქალაქში, საახალწლო ღონისძიებებზე მეტი სიფრთხილეა საჭირო.

„თუ უფრო გამკაცრდება რეკომენდაციების დაცვა, უფრო მარტივად გადავივლით გარკვეულ ეტაპებს. გავიდეთ რუსთაველზე, ნაძვისხეებთან ღონისძიებებზე და ნახეთ რა ხდება, რამდენი ხალხია. ეს ვირუსის გავრცელების მხრივ იდაელური საშუალებაა. უმჯობესია, ცოტა ზეიმი მოვიკლოთ“ – აღნიშნა ტაბიძემ.

მსგავსი თემები