რუსთაველის გამზირი გადაიკეტა, აქციას კოლონები უერთდებიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა შეზღუდულია. აქციის მონაწილეებმა, რომელიც რუსთაველზე პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, აცხადებენ, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე.

„ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და ეს ქვეყანა არ იქნება თავისუფალი“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ირაკლი ნადირაძე.

რუსთაველზე მიმდინარე აქციას კოლონები რეგიონებიდანაც უერთდებიან. პარლამენტის შენობასთან სცენაც დაამონტაჟეს, სადაც პოლიტიკური ლიდერები სიტყვით გამოსვლას რამდენიმე წუთში დაიწყებენ.

პროტესტის მთავარი მოთხოვნაა თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს.

 

მსგავსი თემები