მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლაში უცხოელი ექიმი ჩაერთვება

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მისი თანაგუნდელები მძიმედ აფასებენ და კვლევაში უცხოელი სპეციალისტის ჩართვის საჭიროებას ხედავენ.

როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსულმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, კვლევის პროცესში უცხოელი ექიმის ჩართვა უკვე გადაწყვეტილია.

„მიხეილ სააკაშილი თავს სუსტად გრძნობს. ასეთ ხანმოკლე პერიოდში მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდებოდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ მისი მკურნალობის პერიოდში განსაკუთრებული ჩარევა არ მომხდარა. უმოკლეს პერიოდში ელოდებიან უცხოელ ექიმს“ – განაცხადა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან

მისივე შეფასებით, დღეს, მიხეილ სააკაშვილის ყურადღება მიპყრობილია რუსთაველის გამზირისკენ, სადაც 18:00 საათზე საპროტესტო აქცია დაიწყება.

„მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია რუსთაველის გამზირისკენ. ელოდება ხალხმრავალ აქციას, რომელიც თავისი შინაარსით რეზონანსული იქნება. ფაქტი, რომ მის დაბადების დღეზე ხალხი იკრიბება და გამოთქვამს პროტესტს მის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და საგულისხმოა“,- განაცხადა ხერხეულიძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები