რუსებმა ხერსონის მუზეუმიდან ძვირფასი ექსპონატები და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით,  ხერსონის რეგიონში, რუსი ოკუპანტები ძარცვავენ მუზეუმებს,  ანადგურებენ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას.

“აღმოჩნდა, რომ დამპყრობლებმა გაძარცვეს შოვკუნენკოს სახელობის ხერსონის რეგიონალური ხელოვნების მუზეუმი და გაიტანეს არა მხოლოდ ძვირფასი ექსპონატები, არამედ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთები. ხერსონის ოლქის სახელმწიფო არქივიდან ამოღებულია ყველა საოფისე ტექნიკა, ასევე საარქივო მასალა, მათ შორის მე-18-19 საუკუნეების დოკუმენტები”, – აღნიშნავს მალიარი.

მისივე თქმით, საომარი მდგომარეობის საბაბით “რუსეთის ხელისუფლებამ” მოაწყო მატერიალური ფასეულობების და ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნივთების მასობრივი ქურდობა.

მსგავსი თემები