„ბადრაგმა სცადა ჩემი ფანჯრის რაფიდან ძალით ჩამოყვანა“ – მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალის ინციდენტზე  

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს გორის ჰოსპიტალში, ბადრაგთან მცირე ინციდენტი მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მან წერილში დაწერა, რომელიც დედას, გიული ალასანიას გამოატანა.

წერილი ჟურნალისტებს გიული ალასანიამ გააცნო, თან მოყვა, რაც მოხდა.

„დედაჩემის თვალწინ, ბადრაგმა სცადა ჩემი ფანჯრის რაფიდან ძალით ჩამოყვანა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს საკუთარი ხელით დახატული და თავის დროზე ჩემი შემოღებული საქართველის დროშა დავუქნიე. ვერ ჩამომიყვანეს ჩემი წინააღმდეგობის გამო. ეს ხალხი ჩემს თვალში საქართველოს არ ემსახურებიან. საოკუპაციო რეჟიმის მსახურები არიან. საქართველოს დროშის დანახვაზე ასეთი რეაქცია არ უნდა ჰქონდათ. ძირს საოკუპაციო ხელისუფლება, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“,- წერს სააკაშილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხელ სააკაშვილის დაბადების დღეა. მას მხარდამჭერები და თანაგუნდელები იუბილეს ულოცავენ და რუსთაველის გამზირზე, მხარდამჭერ აქციას მართავენ.

 

მსგავსი თემები