„როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, არ უნდა იყოს არანაირი დებატი და განხილვა“ – ამერიკის ელჩი მიხეილ სააკაშვილზე

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ელჩი აღნიშნავს, ის სრულ ნდობას უცხადებს სახალხო დამცველის აპარატთან შექმნის კონსილიუმს და ამბობს, რომ ადამიანის სიცოცხლე დასაცავია. 

„შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, არ უნდა იყოს არანაირი დებატი და განხილვა, საჭირო მკურნალობის მიწოდების კუთხით ყველა შესაძლო ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა სახალხო დამცველისა და მისი მედიკოსების ჯგუფის. მედიკოსების ამ ჯგუფის შეფასებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მას სჭირდება სრული მკურნალობა იმ საგანგებო მდგომარეობასთან გასამკლავებლად, რომელიც როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად შესაძლებელია რომ გამოიკვეთოს, თუ ის არ იქნება შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში.

ვფიქრობ, ხედავთ, რომ ძალიან დიდი ყურადღებაა ამ მიმართულებით მიპყრობილი არა მხოლოდ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, არამედ ვაშინგტონის მხრიდანაც, საქართველოს სხვა მეგობრებისგანაც, როგორიც ელჩი იან კელია, რომელიც ყურადღებით აკვირდება ვითარებას გარკვეული შეშფოთებით და ამავდროულად, ძნელი გასაგებია, რატომ არ ხდება მედიკოსების რეკომენდაციების გათვალისწინება იმ დროს, როდესაც ადამიანის სიცოცხლის დაცვა აუცილებელია, რომელიც გამუდმებული რისკის ქვეშაა,“- აღნიშნავს ელჩი კელი დეგნანი.

მსგავსი თემები