„ღუდუშაურის კლინიკაში ერთი ინფიცირებული ორსულია, – ვირუსი იწვევს ნაყოფის ზრდის შეფერხებას“ – პაატა ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“

„ამ ეტაპზე ყველა მონაცემით დედიდან ბავშვზე გადაცემის ფაქტები არ დასტურდება, ეს გამოწვეულია მხოლოდ ინფიცირებული დედიდან დაბადების შემდეგ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ჟორჟოლიანი განმარტავს თუ, რამდენად მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია ორსულობის პერიოდში, მისივე თქმით ვირუსის არსებობის დროს ფიქსირდება ნაყოფის ტემპის ზრდის შეფერხებაც:

„ვაქცინირებულ დედებში გაცილებით დაცულები არიან ბავშვები, ამიტომ აუცილებლად უნდა მოვუწოდოთ მომავალ დედებს, რომ აიცრან, დასტურდება კვლევებით, რომ ორსულობის ნებისმიერ ვადაზე შესაძლოა აიცრას ქალი, სასურველია ფაიზერით, სამწუხაროა, რომ ვაქცინა არის და ჩვენ არ ვიცრებით.

ორსლობის გართულებები ყველაზე მეტია მეორე ნახევარში, მუდმივი მონიტორინგისჭირდბა ნაყოფის ზრდას, არსად არ დევს კვლევა, რომ კოვიდის დროს გვაქვს ნაყოფის განვითარების ანომალია, თუმცა ფიქსირდება ნაყოფის ზრდის შეფერხება,” – განაცხადა ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში.”

მსგავსი თემები