„17 – 18 გარდაცვლილი ორსული, ეს საკმაოდ ბევრია“ – პაატა ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“

„მცირედი კლება ინფიცირების, იმედის მიზეზს არ გვაძლევს“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მედიკოსი თვლის, რომ ორსულების ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის იმ სტატისტიკაზეც საუბრობს, რაც კოვიდპანდემის დროს ორსულებში დაფიქსრიდა:

 „დიდხანს გავჩერდით იმ რაოდენობაზე, რაც ცდება 4000 -სს, მინდა ავღნიშნო, რომ ლეტალობა საკმაოდ დიდია საქართველოში იმ ფონზე რა რაოდენობის მოსახლეობაც ცხოვრობს.

ძალიან დაბალია ვაქცინაციის ტემპი, 17 – 18 გარდაცვლილი ორსული, ეს საკმაოდ ბევრია.

ორსულებში გვაქვს დიდი პრობლემა და აზრთა სხვადასხვაობა, ყველა ექიმმა უნდა მიაწოდოს მოსახლეობას სწორი ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ჩვენ 17 თუ 18 გარდაცვლილი ორსული გვყავს, რაც ძალიან დიდია, ასეთი მაჩვენებელი გვქონდა „ღორის გრიპის“ დროს, თუმცა სწორად მიმართულმა ვაქცინაციამ ეს პრობლემა გადაჭრა.

ორსულები, რომლებიც იცრებიან 15 – 16 კვირაზე უნდ აიცრას განმეორებით, ამ დროისთვის ის უკვე მიდის მშობიარობისკენ.

მივმართავ მომავალ დედებს, რომ დაუყოვნებლივ აიცრან, რათა დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მათი შვილებიც,” – განაცხადა ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში.”

მსგავსი თემები