იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ უკრაინის სახალხო დამცველის ციხეში შეშვების ვალდებულება არ გააჩნია

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა უკრაინის სახალხო დამცველის პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლას არ ითვალისწინებს, მსგავსი ვალდებულება არავის გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოში  მიხეილ სააკაშვილის სანახავად ორჯერ ჩამოვიდა, თუმცა, ის, ციხის სამკურნალო დაწესებულებაში არ შეუშვეს.

„რაც შეეხება არშესვლის მიზეზს, ჩვენ განვმარტეთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა. ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება. შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ვალდებული ვართ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული“ – განმარტა რატი ბრეგაძემ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები