პატრიარქი პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მესამე პრეზიდენტს წერილს უგზავნის და შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. პატრიარქის წერილი ციხეში პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა მიიტანა.

„წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა ეს წერილი გადავცე და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა და რჩევაა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა”, – აღნიშნა საპატიმრო დაწესებულებასთან მისულმა დეკანოზმა მედიასთან.

მსგავსი თემები