რუსეთი „თალიბანს“ ინკლუზიური მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს

  •  

რუსეთი „თალიბანს“ მოუწოდებს, შექმნან ინკლუზიური მთავრობა ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობით, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, ავღანეთის საკითხზე ე.წ. მოსკოვის ფორმატის სხდომის გახსნაზე განაცხადა.

“ავღანეთში მდგრადი მშვიდობის მიღწევის გამოწვევა კვლავ აქტუალურია. მისი მოგვარების გარანტიას ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტად ინკლუზიური მთავრობის ფორმირებაში ვხედავთ, რომელიც სრულად უნდა ასახავდეს ყველას, არა მხოლოდ ეთნიკური, არამედ ქვეყნის პოლიტიკური ძალების, ინტერესებს“, – აღნიშნა ლავროვმა.

ცნობისათვის, მოსკოვში მიმდინარე შეხვედრას, რომელზედაც ავღანეთის საკითხს განიხილავენ, 10 ქვეყნის წარმომადგენლები და „თალიბანის“ დელეგაცია ესწრებიან, რომელსაც ავღანეთის ვიცე-პრემიერი აბდულ სალამ ჰანაფი ხელმძღვანელობს. შეხვედრაში არ მონაწილეობს შეერთებული შტატები. აშშ-ის ხელისუფლებამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ამ რაუნდს ტექნიკური მიზეზების გამო ვერ დაესწრებიან, მაგრამ მომავალში დიალოგს შეუერთდებიან.

მსგავსი თემები