მოქალაქეები აცხადებენ, რომ გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ სხვა პრეპარატი გაუკეთეს

  •  

მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს.

როგორც ადგილზე მყოფები ყვებიან, ისინი კლინიკაში გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ასაცრელად მივიდნენ და 75 ლარი გადაიხადეს, ხოლო როდესაც ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს. მათივე თქმით, ინექცია გაუკეთეს ბავშვებსაც.

პაციენტების განცხადებით, მათი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, კლინიკის წარმომადგენლებმა უჯრა გახსნეს, სადაც მხოლოდ C ვიტამინის ამპულები აღმოჩნდა, ვაქცინაციის ოთახში მათ ასევე იპოვეს C ვიტამინის გამოყენებული ამპულები.

პაციენტები ყვებიან, რომ კლინიკის წარმომადგენლებმა საბოლოოდ აღიარეს, რომ კლინიკაში ასაცრელად მისულებს C ვიტამინს უკეთებდნენ და ამის შემდეგ, მათ კლინიკა სასწრაფოდ დატოვეს.

მსგავსი თემები