ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით ტაძრებში პანაშვიდი შესრულდება

  •  

დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოში მოქმედ ტაძრებში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა  სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„10 ოქტომბერს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ლიტურგიის შემდეგ, ისევე როგორც საქართველოს ტაძრების უმრავლესობაში, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

მსგავსი თემები