„ვერც კი წარმომიდგენია “ღარიბაშვილის ციხეში” ყოფნამ რანაირად შეიძლება გატეხოს“ – ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

  •  

პრემიერ-მინისტრის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი აფასებს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმაზე უფრო მტკიცედ და მხნედაა, ვიდრე ეს წარმოედგინათ.

როგორც დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს, სააკაშვილს არავითარი ფსიქოლოგიური თუ ფსიქიატრიული პრობლემები არ აწუხებს, როგოც ეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.   

“მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს სატელეფონო ზარების უფლება და არ ნიშნავენ სასამართლო პროცესებს. მისცენ საშუალება, მიიღოს სასამართლო პროცესში მონაწილეობა და გამოჩნდება მისი მდგომარეობა. ცხადია, ეს არის ტყუილი, მტკნარი სიცრუე და ჭორაობა, საზოგადოებაში მცდარი აზრის დანერგვის მიზნით. ყველაფერს აკეთებენ, რომ სააკაშვილს არ ჰქონდეს კომუნიკაცია და თუ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მაშინ პირიქით, უნდა მისცენ საშუალება, რომ საზოგადოებამ თავად ნახოს. შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მტკიცედ, ვერც კი წარმომიდგენია “ღარიბაშვილის ციხეში” ყოფნამ რანაირად შეიძლება გატეხოს”, – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი ღრარიბაშვილმა დაწერა, სადაც აღნიშნულია, რომ მისი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

მსგავსი თემები