„ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქი წააგო“ – ნიკა მელია მეორე ტურისთვის ემზადება  

  •  

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას განცხადებით, მმართველმა გუნდმა დედაქალაქში არჩევნები წააგო. მისი თქმით,  პოლიტიკური ცენტრი, დედაქალაქი პირწმინდად წაგებულია.

„ძალიან დიდი მადლობა ყველა ამომრჩეველს აქტიურობისთვის, გვერდში დგომისთვის და თანადგომისთვის. ამ ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ და არა კონკრეტულად ცალკე აღებული კანდიდატი ან პოლიტიკური პარტია მყავს მხედველობაში. ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ,“ პირწმინდად წააგო პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი და საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული, უმრავლესობა არის ოპოზიციური პარტიების მიერ დასაკომპლექტებელი და ვნახეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში, აქ, რა თქმა უნდა გაიმართება მეორე ტური“ – განაცხადა ნიკანორ მელიამ.

შეგახსენებთ, რომ საკუთარ გამარჯვებას მმართველი გუნდიც ზეიმობს და ერთმანეთს და საქართველოს მოსახლეობას კახა კალაძის გამარჯვებას ულოცავენ.  

მსგავსი თემები